თავში

ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი თბილისშია

ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი თბილისშია
ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი თბილისშია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, აქტიური შემთხვევებიდან კლინიკაში 4 209 პაციენტი მკურნალობს. 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, 128 პირი სუთქვის აპარატზე იმყოფება და აქედან ყველაზე მეტი, 70 პაციენტი თბილისში მკურნალობს.

"ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696.  მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78.  აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29. 2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 - აჭარაში, ხოლო 1 234 - თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system