თავში

რა გაგვიწყალა გული ამ ქალმა, ნუ წაიღეთ ტვინი "სახალხო არტისტებმა" - ბაია პატარაია

რა გაგვიწყალა გული ამ ქალმა, ნუ წაიღეთ ტვინი "სახალხო არტისტებმა" - ბაია პატარაია
რა გაგვიწყალა გული ამ ქალმა, ნუ წაიღეთ ტვინი სახალხო არტისტებმა - ბაია პატარაია

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში რეჟისორ ქეთი დოლიძის პოსტს ეხმაურება: 

"რა გაგვიწყალა გული ამ ქალმა ხან "კუკარაჩათი", ხან რობიკოთი და ხან ზურათი? პატივისცემა დაჟინებული მოთხოვნით არ მოიპოვება. ან რომ გაჰკივის ზურა ერთიაო, რომელი ადამიანია ორი?

ტეხავს საკუთარ თავზე შეყვარებულობა. ნუ წაიღეთ ტვინი "სახალხო არტისტებმა". ოდესღაც რაღაც კარგი შეგიქმნიათ, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ქმნით ღირებულს - ჩამორჩით დროს. და იმიტომ კი არ ჩამორჩით, რომ ასაკი მოგემატათ, არა, იმიტომ ჩამორჩით, რომ "წითელ ინწელიგენციას" ვერ გასცდა თქვენი აზროვნება და ღირებულებები, რომლის მიხედვითაც ზურა ყიფშიძე ფეხბურთის გულითად გულშემატკივარზე მეტია.

გაგვეშვით თქვენი მახინჯი სავოკური ღირებულებებით: ვინც გუშინ სტადიონზე ბლატებით შევიდა, ყველა ნაგავია! საქართველოში ბლატები, "ნარუშილოვკები" და პრივილეგიები უკვე სირცხვილია!" - წერს პატარაია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system