თავში

რა განსხვავებაა კორონავირუსის ვაქცინებს შორის - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რა განსხვავებაა კორონავირუსის ვაქცინებს შორის - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რა განსხვავებაა კორონავირუსის ვაქცინებს შორის - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინის დამზადების 5 სხვადასხვა მეთოდზე საუბრობს.

ცერცვაძე განმარტავს განსხვავებას ძველი და ახალი თაობის ვაქცინებს შორის.

„5 ტექნოლოგია არსებობს ვაქცინის დამზადების. ყველაზე ძველი და ტრადიციულია, როდესაც ორგანიზმში შეჰყავთ დასუსტებული ვირუსი, ანუ ცოცხალი დასუსტებული ვირუსი. ამას ახლა ნაკლებად იყენებენ.

შემდეგი, ისევ ძველი ტექნოლოგიაა - ეს არის, როდესაც შეჰყავთ დახოცილი ინაქტივირებული ვირუსი, მაგრამ ვირუსი მაინც მთელი თავისი ცილებით და კომპონენტებით. ასეთია ჩინური ვაქცინები Sinovac-ი და Sinopharm-ი, ეს არის ძველი ტრადიციული ტექნოლოგია.

არის საშუალო ტექნოლოგია ძველსა და ახალს შორის, რომელსაც გამოიყენებს Novavax-ი და მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა, როდესაც შეჰყავთ არა ვირუსი, არც ცოცხალი ან დახოცილი, არამედ ვირუსისგან გაწმენდილი, გამოტანილი ცილები. ეს არის ანალოგი იმისა, როგორიც არის გრიპის ვაქცინა. მიმაჩნია, რომ როდესაც Novavax-ის ვაქცინა გამოვა ბაზარზე და საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს 1 მილიონი, ის ავტორიზაციას მიიღებს ივნის-ივლისში, ის იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა იმიტომ, რომ ის იქნება ამ შუალედური ტექნოლოგიით დამზადებული, ის იქნება უსაფრთხო და დაახლოებით 90-95%-იანი ეფექტურობის.

და ბოლოს, 2 ახალი ტექნოლოგია: როდესაც ერთი შეჰყავთ რნმ-ი, არა ცილა, არა ვირუსი, არამედ რნმ-ი, ეს არის Moderna და Pfizer-ი, რნმ-ი შემდეგ ორგანიზმს გამოამუშავებინებს, აძლევს ინსტრუქციას, რომ გამოიმუშაოს ვირუსის ცილები და ამ ცილების მიმართ იგივე ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, გარკვეული საფეხურებია.

და მეხუთე ტექნოლოგია ე.წ. ვექტორული, რომელსაც მიეკუთვნება AstraZeneca და Jonson &Jonson-ი და რუსული ვაქცინა რამდენადაც ვიცი, როდესაც ისევ შეჰყავთ ინფორმაცია, რნმ-ი, მაგრამ შეჰყავთ არა ცილის გარსში გახვეული როგორც Moderna-ს და Pfizer-ს, არამედ შესაყვანად გადამტანად იყენებენ ადენოვირუსს, რომელიც არის უწყინარი ვირუსი, ამ ადენოვირუსში ჩანერგავენ ინფორმაციას კორონავირუსის ცილების მისაღებად, ადენოვირუსს შეუყვანენ ორგანიზმს, ადენოვირუსი იშლება, გამოათავისუფლებს ინფორმაციას, ხდება ისევ ცილების წარმოება და შემდეგ ანტისხეულების“, - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system