თავში

"რა იქნებოდა ისევ ის პატარა ბავშვები ვიყოთ ერთმანეთს რომ შევხვდით"- რას წერს შაქარაშვილის მეგობარი

"რა იქნებოდა ისევ ის პატარა ბავშვები ვიყოთ ერთმანეთს რომ შევხვდით"- რას წერს შაქარაშვილის მეგობარი
რა იქნებოდა ისევ ის პატარა ბავშვები ვიყოთ ერთმანეთს რომ შევხვდით- რას წერს შაქარაშვილის მეგობარი

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, მარია გადიცკი სოციალურ ქსელში გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"რა იქნებოდა ისევ ის პატარა ბავშვები ვიყოთ ერთმანეთს რომ შევხვდით, ისეთივე ლაღები და მხიარულები როგორც მაშინ," - წერს მარია გადიცკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system