თავში

რა იწვევს ძილში კრთომას და როგორ ვუმკურნალოთ მას - ექიმის განმარტება

რა იწვევს ძილში კრთომას და როგორ ვუმკურნალოთ მას - ექიმის განმარტება
რა იწვევს ძილში კრთომას და როგორ ვუმკურნალოთ მას - ექიმის განმარტება

ძილის დროს კრთომა ჩვეულებრივი მოვლენაა და ადამიანების 60-70 პროცენტს აღენიშნება. შეიძლება ითქვას, რომ 10-დან 6-7 ადამიანს შეიძლება ეს გამოცდილი ჰქონდეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ხოლო მოსახლეობის 10 პროცენტი მას ყოველდღიურად გამოცდის, - ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ  განაცხადა.

ღოღობერიძის განმარტებით, ძილში კრთომა ჯანმრთელ ადამიანებშიც შეინიშნება და მის სამკურნალოდ საჭიროა, მასტიმულირებელ მოქმედებებსა და საკვებს თავი ავარიდოთ. 

"ჩვენს თავის ტვინში არის ორი ძალიან სერიოზული სისტემა, ერთი სისტემა ცდილობს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი მუდმივად ფხიზლად იყოს და მეორე სისტემა ადამიანს ძილიანობისკენ მიმართავს და ამ ორ სისტემას შორის მუდმივად არის ბალანსი. შესაბამისად ამ ორი სისტემის დისბალანსი უძილობას იწვევს. როდესაც ჩაძინებისთანავე იწყება ადამიანის კრთომა ესე იგი ამ ორ სისტემას შორის დისბალანსია. მიზეზი რის გამოც შეიძლება ეს სისტემა გააქტიურდეს და ადამიანი, ჩაძინებიდან მცირე დროში შეკრთეს პირველ რიგში არის სტრესი, ფიზიკური აქტივობა ძილის წინ, ან თუ ადამიანი ძილის წინ იღებს, კოფეინს, ნიკოტინს და სხვა სტიმულანტებს.

ეს არ არის საშიში იმიტომ, რომ ეს ჯანმრთელ ადამიანებშიც შეინიშნება. ეს არ არის რაიმე სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებული. რაც შეეხება მკურნალობას, ეს საკმაოდ მარტივია ადამიანს თუ ძალიან აწუხებს ძილში კრთომა, მაშინ სასურველია მან ძილის წინ, მასტიმულირებელი მოქმედებებისგან, როგორიც არის ვარჯიში, კოფეინის ან ნიკოტინის მიღება, კითხვა და ა.შ თავი შეიკავოს", - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system