თავში

რა კავშირშია "სითი მოლში" გაზის გაჟონვა ლობჟანიძესთან - ბაჩალიაშვილის მეგობარმა პროკურატურა დატოვა

რა კავშირშია "სითი მოლში" გაზის გაჟონვა ლობჟანიძესთან - ბაჩალიაშვილის მეგობარმა პროკურატურა დატოვა
რა კავშირშია სითი მოლში გაზის გაჟონვა ლობჟანიძესთან - ბაჩალიაშვილის მეგობარმა პროკურატურა დატოვა

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საზოგადოებას თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად გაეცნო, პროკურატურაში გამოკითხეს.

მისი თქმით, საუბარი სხვა მნიშვნელოვან კითხვებთან ერთად, მის უსაფრთხოებას შეეხებოდა.

"პროკურატურაში დავიკითხე, დაკითხვა მიმდინარეობდა 11 დან 8 საათამდე. მე მივაწოდე ყველა ინფორმაცია რაც მქონდა, დავადასტურე ბოლო ჩვენებები და ორჯერ რომ ვერ მივედი დამატებით ჩენებაზე ესეც აღვნიშნე. ეს საქმე გადმოვიდა პროკურატურაში და შესაბამისად დავიკითხე თავიდან, კითხვები და საუბარი იყო თუ ვგრძნობდი მე საფრთხეს, ვუპასუხე რომ სითი მოლში იყო გაზის გაჟონვა და მე ხშირად ვარ ხოლმე ისეთ ადგილებში და ვივარაუდე რომ ჩემი გაუვნებელყოფა თუ მოხდება, შეიძლება მოხდეს ასეთი უბედური შემთხვევით. მე მაქვს ვარაუდი რომ იმიტომ დამკითხეს, რომ მშობლებმა მოითხოვეს დადგინდეს ეს პიროვნება ვინ არის. ჩამომათვლევინეს ჩემი მეგობრების სახელი და გვარები და სად მუშაობენ ისინი,"- აღნიშნა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ბაჩანა ლობჟანიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system