თავში

რა ხდება შირაქში, სადაც ქერის ყანებს ცეცხლი მოედო

რა ხდება შირაქში, სადაც ქერის ყანებს ცეცხლი მოედო
რა ხდება შირაქში, სადაც ქერის ყანებს ცეცხლი მოედო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევა შირაქის ველზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარი ბალახით დატვირთულ ავტომობილს გაუჩნდა.

ავტომანქანის მფლობელს ბალახი მინდვრიდან სახლში გადაჰქონდა. ფორდში მყოფმა მგზავრებმა მანქანის დატოვება დროულად მოახერხეს.

დღეს, დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში, შირაქის ველზე რამდენიმე ხანძარი იყო. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ამ დროისთვის, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ქერისა და ხორბლის აღებულ ტერიტორიაზე, ადგილის გასასუფთავებლად, ცეცხლს თავად მეპატრონეები აჩენენ, ზოგ შემთხვევაში კი, ხანძარი მაღალი ტემპერატურის გამო ჩნდება.

ადგილობრივების თქმით, დამწვარია მოსავლის ნაწილიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system