თავში

ქართველმა ჯარისკაცმა 2 წლის შემდეგ ფეხზე გავლა შეძლო - VIDEO

ქართველმა ჯარისკაცმა 2 წლის შემდეგ ფეხზე გავლა შეძლო - VIDEO
ქართველმა ჯარისკაცმა 2 წლის შემდეგ ფეხზე გავლა შეძლო - VIDEO

ქართველმა ჯარისკაცმა, ზაურ კომახიძემ, რომელიც ავღანეთში ნაღმზე აფეთქდა 2 წლის შემდეგ ფეხზე გავლა შეძლო.

როგორც ჯარისკაცის ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, სტამბულში ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და კომახიძემ პირველი ნაბიჯები გადადგა.

"საოცრად სასიხარულო ინფორმაცია სტამბულიდან - 2 წელი საწოლად ჩავარდნილმა ზაურ კომახიძემ ოპერაციის შემდგომ პირველი ნაბიჯები გადადგა ბრავო და მადლობა თქვენ : ბუბა ლომუაშვილი, თავდაცვის სამინისტრო, დაჭრილი მებრძოლების დახმარების ფონდი", – წერს ჯარისკაცის ახლობელი. 

ცნობისთვის2 წლის წინ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ კომახიძე დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system