თავში

რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ვაქცინირებული მოქალაქეები - გამყრელიძის განმარტება

რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ვაქცინირებული
რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ვაქცინირებული მოქალაქეები - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2 ჯერ აცრილი მოქალაქეებისთვის შეზღუდვებზე შეღავათის დაწესების ინიციატივას, საკოორდინაციო საბჭოზე მომავალ კვირას დააყენებენ.

გამყრელიძის თქმით, შეღავათები საერთაშორისო გამოცდილებით მიღებულ პუნქტებს შეეხება, მათ შორის "კომენდანტის საათს" და საზღვარგარეთ მგზავრობისათვის შესაბამისი დოკუმენტის გაცემას. 

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ შეზღუდვების პერიოდში. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე "კომენდანტის საათის" დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი. რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად აიცრას. 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე ორჯერადად აცრილი მოქალაქე, ამ ადამიანებს კი მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system