თავში

როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ პირბადე სწორად - ბიძინა კულუმბეგოვის დეტალური განმარტება - PHOTO

როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ პირბადე სწორად - ბიძინა კულუმბეგოვის დეტალური განმარტება - PHOTO
როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ პირბადე სწორად - ბიძინა კულუმბეგოვის დეტალური განმარტება - PHOTO

ალერგოლოგ-იმუნილოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში როგორი პირბადის გამოყენებაა რეკომენდებული ინფიცირებისგან თავის დასაცავად და რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ ნიღაბი. 

ამასთან, კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაციები უნდა მოამზადოს პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით. 

"ის უნდა იყოს აბსოლუტურად თანხვედრაში მსოფლიო რეკომენდაციებთან, რომელიც კორონავირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შედეგად არის განსაზღვრული"  – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ე.წ. სამედიცინო პირბადე

როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, ვირუსის ადვილად გადამდები შტამის წინააღმდეგ ე.წ. სამედიცინო პირბადეები რომ უფრო ეფექტიანი იყოს, საჭიროა, სამედიცინო პირბადესთან ერთად, კიდევ ერთი, მაგალითად ნაჭრის პირბადის ტარება.

„ნიღაბი, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით არის ცნობილი, თუ ჩვენ გვინდა, რომ აი ამ ახალი, ვირუსის ადვილად გადამდები ვარიანტის [კორონავირუსის ახალი შტამის] წინააღმდეგ უფრო მედგრები ვიყოთ, იგივე ამერიკის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ორმაგი ნიღბის ქვეშ მოქცეული. ეს არის ორი ფენა [Double Masking] – პირველი ფენა უნდა იყოს სამედიცინო ნიღაბი, ზემოდან შეიძლება იყოს ნაჭრის ნიღაბი, რომელიც სრულად უნდა ფარავდეს სამედიცინო ნიღაბს ისე, რომ სამედიცინო ნიღაბი არ უნდა ჩანდეს, აბსოლუტურად უნდა იყოს დამალული და შიგნით უნდა იყოს სამედიცინო ნიღაბი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ორმაგი პირბადე

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ასეთი ნიღბის გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც მაგალითად ვართ შენობაში, სადაც ჰაერის ვენტილაცია ვერ ხერხდება. ან მაშინ, როდესაც სიმჭიდროვეში უწევს ადამიანს ყოფნა, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

„[ორმაგი პირბადის ტარების რეკომენდაცია] ეხება მდგომარეობას, როდესაც ვართ ისეთ სიტუაციაში, მაგალითად შენობის შიგნით, სადაც ვერ ხერხდება ველტილაცია (რაც ბუნებრივია, ცუდია). ან თბილისის პირობებში, ეს იქნება საქალაქო ტრანსპორტისთვის იდეალური რეკომენდაცია, როდესაც ჩვენ ვთხოვოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რადგან ძალიან სიმჭიდროვეა მეტროში, ავტობუსებში, სამარშუტო ტაქსებში და ა.შ. ეს იქნება იდეალური გამოსავალი“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ე.წ. სამედიცინო პირბადეზე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ პირბადის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად, საჭიროა პირბადის 3-4 საათში ერთხელ გამოიცვლას.

„პირბადის ეფექტურობა დაახლოებით 3-4 საათის მანძილზე მერყეობს და ამიტომ, ის დღეში რამდენჯერმე უნდა გამოვცვალოთ. პირბადე იჟღინთება ჩვენი სუნთქვის პროცესში. ამასთან, არ მეგულება ადამიანი, საკუთარი ხელით მაინც რომ არ ეხებოდეს ან არ ისწორებდეს პირბადეს. ამიტომ, ხელით მეორადი ინფიცირება, კონტაგიოზურობა იზრდება" - ამბობს იმუნლოგოი. 

სარქველიან პირბადე

მან ასევე ისაუბრა სარქველიან და უსარქველო რესპირატორებზე. სარქველიან პირბადეებთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი ტარება აუცილებელი იმ ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს ინფიცირებულ ადამიანთან. მისი გამოყენების აუცილებლობა და საჭიროება კლინიკის გარეთ არ არის და ასეთი ნიღაბი განკუთვნილია მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანისთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ ინფიცირებული არ არის თავად და ინფიცირებულთან უწევს კონტაქტი. 

„რაც შეეხება სარქველიანი სპეციფიკის ნიღაბს, რა საკვირველია, მას აქვს ძალიან მჭიდრო დგომა სახესთან და შესაბამისად, ნებისმიერი ვირუსის შეღწევის შესაძლებლობა მინიმუმამდე ჩამოდის. თუმცა ერთი კონკრეტულ ნიუანსზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება – N95 ნიღაბი, ეს არის აუცილებელი იმ ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს ინფიცირებულ ადამიანთან. მისი ტარების აუცილებლობა და საჭიროება კლინიკის გარეთ არ არის. თუ ჯანმრთელი არ ვარ და მე ვარ ინფექციის მატარებელი, ეს ფილტრი არის სარქველი, რომელიც შიგნიდან გარეთ ჰაერს გამორტყორცნის. გარედან, დაბინძურებულ ჰაერს არ აძლევს შესვლის უფლებას. ამიტომ, საზოგადოებაში მსგავსი ტიპის სარქვლოვანი პირბადე არ უნდა ვატაროთ – საფრთხეს ვუქმნით გარშემომყოფებს. მე თუ ექიმი ვარ და დაავადებულს ვუვლი, მას საფრთხეს ვერ შევუქმნი. მე ვარ დაცული მაქსიმალურად. ხოლო, K-N95 ნიღაბს ვხმარობთ ისინი, ვისაც მაღალი რისკის შემცველობის სამსახური აქვს ან ფრონტლაინში მუშაობს. ეს სარქვლოვანი ნაწილი მას არ გააჩნია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა. 

უსარქველო რესპირატორი
კულუმბეგოვი განმარტავს, რომ 
 უსარქველო რესპირატორები ასევე არის რეკომენდებული და ის დაცვის კარგი საშუალებაა.

„ნიღაბი, რომელიც არის მეორადად რეკომენდირებული და ის ცალსახად, ორმაგი ნიღბისგან დაიცავს ადამიანს, ეს არის ნიღაბი, რომელსაც აწერია K-N95. ეს არის K-N95 ნიღბის ფორმა, რომელიც არის აბსოლუტურად უნივერსალური, კარგი დაცვის საშუალება, ხოლო ფილტრიანი, არის იმ ადამიანისთვის, რომელიც თვითონ არის ჯანმრთელი და უვლის დაავადებულებს" – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system