თავში

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა ვაქცინაციის წინ - გაბუნიას განმარტება

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა ვაქცინაციის წინ - გაბუნიას განმარტება

რუტინულად დედიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის გაკეთების წინ, არც ერთი პროტოკოლი გამოკვლევებს არ ითვალისწინებს, თუმცა თუ პაციენტს სერიოზული დაავადება აქვს ან მედიკამენტურ მკურნალობის კურს გადის, რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. 

"აცრის წინ არანაირი გამოკვლევის ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდირებული არ არის, თუმცა თუ რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობაა, თუ არის მიმდინარე სერიოზული დაავადება ან მედიკამენტური მკურნალობა, ჩვენ პაციენტს ვურჩევთ, რომ გაიაროს კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან. რუტინულად დედიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system