თავში

რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით

რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით
რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან ომიკრონის შტამთან დაკავშირებით

საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პარალელურად 8 ქვეყნი მოქალაქეებისთვის რეგულაციები წესდება.

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

ღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი.

14-დღიანი იზოლაციის დასრულების შემდეგ აღნიშნულ პირებს ჩაუტარდებათ PCR კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის დღეიდან ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system