თავში

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან და რა მკაცრდება

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან და რა მკაცრდება
რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან და რა მკაცრდება

15 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა იხსნება. 

პირველ რიგში, სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან, თუმცა მშობლებს მაინც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება. 

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება, თუმცა მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

რაც შეეხება რესტორნებს და კვების ობიექტებს, ისინი შაბათ-კვირის გარდა შეძლებენ სტუმრების მიღებას, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში.

აღსანიშნავია, რომ 15 თებერვლიდან მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

ორგანიზაციები, რომლებიც დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system