თავში

რა შეზღუდვები მოიხსნა და დარჩა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია

რა შეზღუდვები მოიხსნა და დარჩა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია
რა შეზღუდვები მოიხსნა და დარჩა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია
გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში, ასევე მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქება ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე არის მიღებული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიმართავს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00-05:00 საათამდე პერიოდში.ასევე, დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში, რეგულაციების სრული დაცვით მიიღონ. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებებს მიიღებს.სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო რეგულარული ტესტირება დადგენილებით განსაზღვრულ ჯგუფებზე ივნისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, შეასრულონ არსებული რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 330 879 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 310 859 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 469 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 67 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 657 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 395 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system