თავში

რა სიხშირით მოგვიწევს აცრა კორონავირუსზე

რა სიხშირით მოგვიწევს აცრა კორონავირუსზე
რა სიხშირით მოგვიწევს აცრა კორონავირუსზე

ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, სავარაუდოდ, ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო.

მისივე განმარტებით, ვირუსი ვაქცინირებულ ადამიანსაც შეიძლება შეხვდეს, თუმცა აცრის შემდეგ ის დაავადებას მსუბუქად გადაიტანს. 

"დღევანდელი მონაცემებით, სავარაუდოდ, წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო ვაქცინაცია, გრიპის ვაქცინის მსგავსად. 

ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი, 15%-იანი, შეიძლება ცოტა მეტი რისკი, რომ დაგვემართოს კორონავირუსი, ოღონდ დაგვემართოს ბევრად მსუბუქად, რეანიმაციაში კი არა, საავადმყოფოშიც კი არ მოვხვდეთ და გადავიტანოთ ის ისე მსუბუქად, როგორც ჩვეულებრივი გაციება," - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system