თავში

რა წესით ჩატარდება აღდგომის ლიტანია - საპატრიარქოს პოზიცია - VIDEO

რა წესით ჩატარდება აღდგომის ლიტანია - საპატრიარქოს პოზიცია - VIDEO
რა წესით ჩატარდება აღდგომის ლიტანია - საპატრიარქოს პოზიცია - VIDEO

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირებს მოუწოდებს ნუ გააკეთებენ ნაადრევ განცხადებებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულ ლიტანიაზე. ანდრია ჟაღმაიძის განცხადებით მთავარი არის, რომ დაცული იქნას სიფრთხილე. მისივე თქმით აღდგომამდე დრო არის და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილებები რა წესით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.

"სასულიერო პირის საყურადღებო და ვამბობთ რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას თუ როგორ გავაკეთებთ სააღდგომო მსახურებას. ვითარება მუდმივად იცვლება. ვართ კონტაქტზე მთავრობასთან. ვცდილობთ, რომ ადეკვატურები ვიყოთ. სიფრთხილე გვმართებს,"-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით ჯერჯერობით საპატრიარქო არ გააკეთებს განმარტებას თუ როგორი იქნება მსახურება. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით საპატრიარქო დაიცავს ყველა მითითებას, რომელსაც მთავრობა გასცემს. მისივე განმარტებით არ არის გამორიცხული, რომ სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდეს ტაძრის ეზოებში, სადაც მრევლი დისტანცირებით დგომას შეძლებს. კითხვაზე: რამდენად შესაძლებელია მსახურება ჩატარდეს მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით და მას არ დაესწროს მრევლი, ანდრია ჯაღმაიძის თქმით ყველა ის პირი, რომელიც თვლის რომ დაინფიცირდება ეკლესიაში, კურთხევა აქვს, რომ არ მივიდეს ტაძარში. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system