თავში

რა ვითარებაში გარდაიცვალა სამხედრო მოსამსახურე ვაზიანში

რა ვითარებაში გარდაიცვალა სამხედრო მოსამსახურე ვაზიანში
რა ვითარებაში გარდაიცვალა სამხედრო მოსამსახურე ვაზიანში

ვაზიანში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.

პირველადი ინფორმაციით, ჯონი ძინძიბაძემ საკუთარი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა. დაშავებული კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმიბმა ვეღარ მოახერხეს.

გარდაცვლილის ახლობლები და ნათესავები ამ წუთებში ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან. მათი ვერსიით, მომხდარი შესაძლოა, ძინძიბაძის პირად ცხოვრებას უკავშირდება, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ სამხედრო მოსამსახურეს იარაღი გაუვარდა. 

"მე როგორც მოვისმინე, მეგობარი გოგონას გამო გააკეთა, სამსახურში პრობლემებს გამოვრიცხავ. პირიქით, კონტრაქტი ახალი გაფორმებული ჰქონდა და მსახურობდა. სამხედრო იყო, შეიძლება გაუვარდა კიდეც, ოჯახი ვერაფერს ამობობს, არაფერი იციან" - თქვა ოჯახის ახლობელმა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცნობით, სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system