თავში

"რადიკალურები ვართ" - ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნას მხარს არ უჭერს

"რადიკალურები ვართ" - ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნას მხარს არ უჭერს
რადიკალურები ვართ - ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნას მხარს არ უჭერს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მობილობის გაზრდას არ ემხრობა და მხარს შეზღუდვების, მხოლოდ მინიმალურად შემსუბუქებას უჭერს.  

"წინასწარ ვერ გეტყვით 24 დეკემბრიდან რა შეიძლება გაიხსნას და რა შეიძლება არ გაიხსნას. მე ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ ჩვენ - დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ვართ ძალიან რადიკალური. ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების, არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს. თუ 24 რიცხვიდან ყველაფერს გავხსნით, მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ავარდება ინფიცირების მაჩვენებელი 5000-ზე და მეტზე, შემდეგ პროცენტულად იანგარიშეთ რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი შეიძლება დამძიმდეს", - ამბობს გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system