თავში

რამდენ მასწავლებელსა და მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი

რამდენ მასწავლებელსა და მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი
რამდენ მასწავლებელსა და მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი

"13 მაისიდან, სასწავლო პროცესის განახლებიდან, 21 მაისის ჩათვლით მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა". - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება.

"2020-2021 სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასრულება ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყველაფერს აკეთებს, რომ პანდემიის მესამე ტალღა სასწავლო პროცესისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს.

ამ მიზნით სკოლებში მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენა. ამასთან, ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა სისტემური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ, პარალელურად კი გრძელდება ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით",- აღნიშნავენ განათლების სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system