თავში

რამდენად მძიმედაა დაზიანებული ბაგრატის ტაძარი - მეუფე იოანეს განმარტება

რამდენად მძიმედაა დაზიანებული ბაგრატის ტაძარი - მეუფე იოანეს განმარტებ
რამდენად მძიმედაა დაზიანებული ბაგრატის ტაძარი - მეუფე იოანეს განმარტება

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი აცხადებს, რომ დაზიანება გელათისგან განსხვავებით დიდი არ არის, ტაძრის შიდა ნაწილი არ ზიანდება და წვიმის დროს გარე ფასადი სველდება.

მისი თქმით, ხარვეზებს სწავლობენ და ბაგრატის ტაძრის აღდგენით სამუშაოებში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

"კულტურის მინისტრი იყო მოსული და შეისწავლეს. დაისვა საკითხი, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს და მომავალში მხოლოდ სერთიფიცირებული ადამიანები დაიშვებიან სამუშაოებზე. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია, გამოსწორება. დიდი დაზიანება არ არის, ერთ ნაწილზე გარედან სველდება კედელი. გელათისგან განსხვავებით ფრესკები არ არის და დაზიანება არ გვაქვს", - აღნიშნა მეუფე იოანემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი დაზიანებულია და ტაძარში წყალი სახურავიდან, დაახლოებით, ათ ადგილას ჟონავს. სველია ფასადის ქვა და ტენიანია კედლების ფრაგმენტები.

მათი თქმით, ბაგრატის ტაძარში წვიმის წყლის შეჩერება მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system