თავში

რამდენად საიმედოა ქართული წარმოების პირბადე - ეზუგბაიას განცხადება - VIDEO

რამდენად საიმედოა ქართული წარმოების პირბადე - ეზუგბაიას განცხადება
რამდენად საიმედოა ქართული წარმოების პირბადე - ეზუგბაიას განცხადება - VIDEO

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ქართული წარმოების პირბადეები შემოწმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ და აკავებს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ ინფექციებს, მათ შორის კოვიდ 19-ს. მან მოუწოდა მოქალაქეებს, გამოიყენონ აღნიშნული პირბადე, რომელიც, მისი განმარტებით, არის საიმედო.

„ტელესივრცეში და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით, რომელიც მე მიკეთია ახლა და ვხედავ, რომ რამდენიმე თქვენგანსაც უკეთია. მე არ ვპასუხობ არავის, უბრალოდ, მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, ასევე კოვიდ19-სგან. ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამიტომ, ვეუბნები მოსახლეობას, რომ ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და ამის მოხმარება შეიძლება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას დღევანდელ ბრიფინგზე, თავადაც ქართული წარმოების პირბადე ეკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system