თავში

რამდენად საშიშია "ომიკრონი" - გამყრელიძის განმარტება

რამდენად საშიშია "ომიკრონი" - გამყრელიძის განმარტება
რამდენად საშიშია ომიკრონი - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია რთულია და ახალ შტამთან დაკავშირებით სიფრთხილე გვმართებს. 

მისივე განცხადებით, ახალი შტამისთვის "შემაშფოთებელი" სტატუსის მინიჭება ჯანმომ ძალიან სწრაფად მოახდინა, რაც უპრეცედენტო ფაქტია.  

"ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, რთულია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასეთი საგანგაშო სიგნალები ისმის ევროპიდან და როდესაც ახალი ინფორმაციები ვრცელდება ახალ შტამთან დაკავშირებით. ასე სწრაფად არ ყოფილა არასოდეს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე "შემაშფოთებელი" სახელი მიენიჭებინა ახალი შტამისთვის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა და სიფრთხილე გვმართებს. უნდა დავაკვირდეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჯერ-ჯერობით რაც იციან არის ის, რომ ის შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების მაღალი რისკია მასთან დაკავშირებული. მოგეხსენებათ ჩვენთან შერჩევითად სულ მიდის შტამებზე ზედამხედველობა და ახლა მოვილაპარაკეთ, რომ გარკვეული პროტოკოლი შემუშავდება. თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი, როდესაც პასუხი შესაბამისი იქნება, სად უნდა გაკეთდეს შესაბამისი სეკვენირება და დავაკვირდეთ ქვეყანაში შტამების ცირკულაციას," - განაცხადა გამყრელიძემ. 

28 ნოემბრის განახლებული კოვიდსტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში იხილეთ ბმულზე.

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system