თავში

რამდენი დოზა ვაქცინა შემოვა საქართველოში გაზაფხულზე

რამდენი დოზა ვაქცინა შემოვა საქართველოში გაზაფხულზე
რამდენი დოზა ვაქცინა შემოვა საქართველოში გაზაფხულზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო 1,4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს. 

მისივე თქმით, დაახლოებით 700 ათასი ადამიანი ვაქცინას სრულიად უფასოდ მიიღბს, ვინაიდან კოვიდის ვაქცინა ორჯერადად კეთდება.

"COVAX-თან გაფორმებული გვაქვს კონტრაქტი 1,4 მილიონი დოზა ვაქცინის მიღებაზე. რომელი ვაქცინა იქნება ეს, გერმანული, ამერიკული, ბრიტანული თუ რომელიმე სხვა, ჯერ არ ვიცით. 

უკვე გადავრიცხეთ პირველი შენატანი, დაახლოებით 4 მლნ დოლარი, სულ კი 17 მილიონ დოლარამდე გვექნება გადასახდელი. მოსახლეობისთვის, დაახლოებით 700 ათასი ადამიანისთვის ეს სრულიად უფასო იქნება, ვინაიდან კოვიდის ვაქცინა ორჯერადად კეთდება, 4 კვირის დროგამოშვებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტი-აპრილისთვის დაიწყება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system