თავში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში
რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 235 საიდანაც:

4 394 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 049, აჭარაში - 504, იმერეთში - 745.

მძიმე პაციენტია 1 111 პირი, მათ შორის, თბილისში - 541, აჭარაში - 119, იმერეთში - 300.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 33, იმერეთში - 27.

892 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 587 - თბილისში, 209 - აჭარაში.

17 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 401 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system