თავში

რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა - საჩხერეში სტიქიას ებრძვიან

რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა - საჩხერეში სტიქიას ებრძვიან
რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა - საჩხერეში სტიქიას ებრძვიან

"უხვი ნალექის შედეგად საჩხერის მუნიციპალიტეტში მთის რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დააზიანა საავტომობილო გზები და სავარგულები",-ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.

ზვიად შალამბერიძის თქმით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

"საჩხერეში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მთის რამდენიმე მდინარე, გადმოვიდა კალაპოტიდან, დაზიანდა საავტომობილო გზები, დაზიანდა რამდენიმე სოფელში გაბიონები, რამდენიმე ადგილზე სავარგულებში შევიდა წყალი. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა ზიანზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ხვალიდან კომისია, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტში, დაადგენს ზიანის ოდენობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და გვეცოდინება კონკრეტულად, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ საჩხერის მოსახლეობას", - განაცხადა შალამბერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system