თავში

"რას უშვებით საკუთარ ჯანმრთელობას და ფსიქიკას"- ნარკოლოგი ახალ ფსიქოტროპულ საშუალებაზე წერს

"რას უშვებით საკუთარ ჯანმრთელობას და ფსიქიკას"- ნარკოლოგი ახალ ფსიქოტროპულ საშუალებაზე წერს
რას უშვებით საკუთარ ჯანმრთელობას და ფსიქიკას- ნარკოლოგი ახალ ფსიქოტროპულ საშუალებაზე წერს

"მოკლედ წელი არ გავა რომ ჩემს გაოცებას საზღავრი არ ჰქონდეს",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ნარკოლოგი წერს.

ზურაბ სიხარულიძუის თქმით, ბოლო დღეებში მან ნახა პაციენტი, უმძიმესი ფსიქიკური აშლილობით, რისი მიზეზიც, ნარკოლოგის აზრით, უცნობი ფსიქოტროპული საშუალებაა.

"ამ დღეებში ვნახე პაციენტი უმძიმესი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც იყო გამოწვეული რაღაც გაურკვეული ნარკოტიკის მოხმარებით. რომ ჩავეძიე რა მოიხმარა, აი, არ ვიცი ამას უკვე აღარაფერი ჰქვია, საზღვარი არ აქვს ამას!
მომისმენთ კარგად!!! რეებს იგონებთ, რას შვებით, რას უშვებით საკუთარ ჯანმრთელობას და ფსიქიკას.
(გაზით გამდიდრებული მარიხუნააა !!!! ) და ყოფუკა ძაან გავრცელებულია დღეს. აი წარმოუდგენელია უკვე ეს ყველაფერი. მისი
მოხმარებაც იწვევს ტვინის ჰიპოქსიას. როგორც ჩანს , უმძიემს ინტოქსიკაციას და შემდგომ უმძიმეს ფსიქოპატოლოგიის ჩამოყალიბებს, რომელიც გამოიხატება პარანოიაში, კარდიოფობიაში, აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა ან და ვითარდება უმძიმესი ფსიქოზი!!! შეჩერდით და ნუ იწამლავთ თავს !!!
"- წერს ნარკოლოგი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system