თავში

რატიანი: კლინიკას 16-მდე გამოჯანმრთელებული დატოვებს - VIDEO

რატიანი: კლინიკას 16-მდე გამოჯანმრთელებული დატოვებს
რატიანი: კლინიკას 16-მდე გამოჯანმრთელებული დატოვებს - VIDEO

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში შესაძლოა, საავადმყოფო კიდევ 16-მა პაციენტმა დატოვოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა. 

რატიანის განმარტებით, მათი პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია და ახლა განმეორებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„დღეს ეწერება ერთი პაციენტი. გუშინ გაგზავნილი იყო რამდენიმე ათეული და მოვიდა პირველადი კვლევის უარყოფითი პასუხი. გაგაზვნილია დღეს მეორადი კვლევისთვის და ველოდებით პასუხს. ალბათ 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი პასუხები მოვიდა“, – განაცხადა რატიანმა.

რატიანის ცნობით, კლინიკაში ამ დროისთვის 105 პაციენტი იმყოფება, აქედან 86 კორონავირუსით ინფიცირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system