თავში

რატიანი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული კლინიკა შეესაბამება სტანდარტს

რატიანი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული კლინიკა შეესაბამება სტანდარტს
რატიანი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული კლინიკა შეესაბამება სტანდარტს

თსსუ-ს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი, რომელიც აჭარაში იმყოფება, აცხადებს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად შეესაბამება სტანდარტებს. 

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, ექსპერტთა ჯგუფი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდის მართვის პოლიტიკას გაეცნო. მისივე ინფორმაციით, ყველა პროცედურა პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს.

„ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო, რომ გვენახა და მონიტორინგი გვეწარემოებინა, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში. პირველ ეტაპზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავით, სადაც ვნახეთ ყველა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც კლინიკას გააჩნია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული კლინიკა შეესაბამება სტანდარტს და კლინიკაში ჩატარებული მკურნალობა და დიაგნოსტიკის კრიტერიუმები არის პროტოკოლზე დამყარებული.

იმედია, ამ პრობლემას ყველა ერთად დავძლევთ და გადავლახავთ ისე, რომ გარკვეული პრეიოდის შემდეგ კოვიდის გარეშე ვიცხოვროთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 100-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. აქედან 24 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system