თავში

რატომ არ ემართება ზოგიერთ ადამიანს კოვიდი - მეცნიერებმა საიდუმლო ამოხსნეს

​რატომ არ ემართება ზოგიერთ ადამიანს კოვიდი - მეცნიერებმა საიდუმლო ამოხ
რატომ არ ემართება ზოგიერთ ადამიანს კოვიდი - მეცნიერებმა საიდუმლო ამოხსნეს

ჟურნალი Science ავრცელებს კვლევას, რომლის თანახმად, OAS1-ის გენში მუტაციის გამო, დედამიწის მოსახლეობის ნაწილს კორონავირუსი არ ემართება.

გლაზგოს MRC-უნივერსიტეტის ვირუსული კვლევის ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთავარი საიდუმლო გენის პრენილაცია, ანუ ცხიმის მოლეკულის ცილაზე მიმაგრებაა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს მოდიფიკაცია OAS1- ს საშუალებას აძლევს, შემოჭრილი ვირუსი "მოძებნოს" და "განგაშის ზარი შემოკრას".

ასევე, მათი აზრით, OAS1–ის „ცუდი“ ფორმის მქონე პაციენტებს COVID-19-ის მძიმე ფორმა უფრო ხშირად ემართებოდათ და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.6-ჯერ მეტი იყო, ვიდრე გენის პრენილირებული ვერსიის მქონე ადამიანებში დაფიქსირდა.

ამასთან, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ Sars-CoV-2 ახალ მუტაციებს შეუძლიათ, ამ გენების დაცვის გვერდის ავლა ისწავლონ, ამიტომ ვაქცინაციია პანდემიის დასრულების ეფექტურ საშუალებად ისევ რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system