თავში

რატომ არ გაუქმდა კომენდანტის საათი ქვეყანაში

რატომ არ გაუქმდა კომენდანტის საათი ქვეყანაში
რატომ არ გაუქმდა კომენდანტის საათი ქვეყანაში

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოძრაობის შეზღუდვის გაუქმება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ის ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ქვეყანაში მობილობის კონტროლისთვის.

გაბუნია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ეტაპობრიობა და გარკვეული ანალიზი, რის შემდეგაც დარჩენილი შეზღუდვების შემსუბუქება გახდება შესაძლებელი.

“კომენდანტის საათი, ე.წ. მოძრაობის შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა ჩვენი გამოცდილებით მობილობის კონტროლისთვის. ამდენად, როდესაც დღეს ჩვენ მივიღეთ ამდენი შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია ეტაპობრიობა, რომელსაც ამდენი ხანი მივყვებოდით და მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება იმაზე თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით კიდევ ის შეზრუდვები, რომელიც დარჩა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც რეალური შედეგი დაგვანახა და ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება ჯერჯერობით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაცო საბჭოს გადაწყვეტილებით 25 თებერვლიდან შეზღუდვების დიდი ნაწილი იხსნება, თუმცა გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system