თავში

რატომ არის სამხრეთ აფრიკული შტამი ყველაზე საშიში - ინფექციონისტის განმარტება

რატომ არის სამხრეთ აფრიკული შტამი ყველაზ
რატომ არის სამხრეთ აფრიკული შტამი ყველაზე საშიში - ინფექციონისტის განმარტება

პირველადი მონაცემებით, სამხრეთ აფრიკული შტამი შესაძლოა უფრო აგრესიული იყოს , ვიდრე სხვა შტამები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შტამით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადება უფრო მძიმე ფორმებში მიმდინარეობს, - ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

გოგინავას განმარტებით, ამ ეტაპზე სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელების საფრთხე საქართველოში არ არის, თუმცა არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ ამ შტამის გავრცელება საქართველოშიც დაიწყოს. 

"აფრიკულ შტამთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი ამ ეტაპისთვის არ შეიძლება, რადგან კვლევები არ დასრულებულა და რამდენად სწრაფად ვრცელდება ან რამდენად რთული მიმდინარეობა აქვს ამ შტამს ამაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ არის. თუმცა პირველადი მონაცემებით, სამხრეთ აფრიკული შტამი შესაძლოა უფრო აგრესიული იყოს , ვიდრე სხვა შტამები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შტამით ინფიცირების შემთხვევაში დაავადება უფრო მძიმე ფორმებში მიმდინარეობს.

რამდენად ფარავს ან არ ფარავს არსებული ვაქცინები სამხრეთ აფრიკულ შტამს, ესეც ბოლომდე დადგენილი არ არის და ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს კვლევა, თუმცა შესაძლებელია, რომ სამხრეთ აფრიკულ შტამს და სხვა შტამებსაც, რომლებიც მომავალში წარმოიქმნება არსებული ვაქცინები ვერ ფარავდნენ, ამიტომ ვაქცინის მოდიფიცირება სწორი მიდგომაა. ვაქცინაციის პრინციპი რახან ცნობილია, ახალი ვაქცინების შექმნა და მოდიფიცირება დიდ დროს არ წაიღებს. 

რაც შეეხება სამხრეთ აფრიკული შტამის საქართველოში გავრცელებას, თეორიულად ყველა შტამის გავრცელების საფრთხე არსებობს, თუმცა გეოგრაფიული სიშორიდან და თვითონ ამ ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, ჯერ საქართველოს სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელების რისკი არ აქვს, მაგრამ არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე შესაძლოა მალე ეს საფრთხეც დადგეს", - განუცხადა Report.ge-ს ალექსანდრე გოგინავამ.

ცნობისთვის, AstraZeneca-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია COVID-19-ისა სამხრეთ აფრიკული შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე უკვე მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system