თავში

"რატომ უნდა იცხოვრონ ამ სიმწარით" - რას ჰყვება ბაჩალიაშვილი პროკურატურის მიერ აღმოჩენილ ვიდეოებში

"რატომ უნდა იცხოვრონ ამ სიმწარით" - რას ჰყვება ბაჩალიაშვილი პროკურატურის მიერ აღმოჩენილ ვიდეოებში
რატომ უნდა იცხოვრონ ამ სიმწარით - რას ჰყვება ბაჩალიაშვილი პროკურატურის მიერ აღმოჩენილ ვიდეოებში

გენერალურ პროკურატურაში, ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის რამდენიმე ჩანაწერი აჩვენეს. 

Report.ge-ს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მძიმე შინაარსის ჩანაწერებში თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ პრობლემებზე და სუიციდის სურვილზე საუბრობს. 

მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი უკმაყოფილო იყო საკუთარი გარეგნობით და უნივერსიტეტში სწავლითაც.

"პროკურატურაში ჟურნალისტებმა ვნახეთ რამდენიმე ვიდეორგოლი, აქედან 2 ვიდეოში ბაჩალიაშვილი პირადად ჩანდა, ხოლო დანარჩენებში მხოლოდ მისი ხმა ისმოდა. ვიდეოს შინაარსი იყო უმძიმესი, ბაჩალიაშვილი ვიდეოში საუბრობდა, რომ მისი შინაგანი მდომარეობა იყო რთული, ის უკმაყოფილო იყო როგორც მისი გარეგნობით, ასევე სწავლით. ბაჩალიაშვილი ვიდეორგოლში აღნიშნავს, რომ მსუქანია და უნდა სასუსტდეს. ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ვიდეორგოლში რჩევებსაც აძლევდა. 

აუდიოჩანაწერებში საუბრობდა ნიკოლოზ გეჯაძეზეც, სადაც ჩანს, რომ თამარს ჰქონდა ნიკას მიმართ სიმპათია, თამარი ამ შემთხვევაშიც აკრიტიკებდა საკუთარ თავს და ამბობდა, რომ ნიკა მისი უფროსია და მისი ყურადღებისთვის არ უნდა მიენიჭებინა განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ვიდეოში თამარი, ასევე, ამბობს, რომ ნანობს, რადგან 2012 წელს დაწყებული საქმე, ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან სუსტი იყო. ის აღნიშნავდა, რომ იცის თვითმკვლელობის ყველა მეთოდი, ძალიან სურდა თავის მოკვლა, თუმცა ეცოდებოდა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი ძმა და ამბობდა - "რატომ უნდა იცხოვრონ ამ სიმწარით". თამარი ვიდეოში ოჯახს ბოდიშსაც უხდის, იმ შემთხვევაში,  თუ თვითმკვლელობას ჩაიდენდა, " - ამბობს Report.ge-ს ჟურნალისტი სალი კაპანაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system