თავში

"რატომ უნდა თქვა ამაზე უარი, გაუგებარია" - რას წერს იაგო ფრანგიშვილი

"რატომ უნდა თქვა ამაზე უარი, გაუგებარია" - რას წერს იაგო ფრანგიშვილი
რატომ უნდა თქვა ამაზე უარი, გაუგებარია - რას წერს იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

მედიკოსი წერს, რომ კოვიდინფიცირებულთა დაახლოებით 30% სეფსისით იღუპება. იაგო ფრანგიშვილის თქმით, სეფსისის პრევენცია მნიშვნელოვანია.

"სეფსისის მართვის S3 გაიდლაინი 2020 წელს ფაქტობრივად ექსპერტების 100%-იანი თანხმობით იქნა მიღებული.

დასავლეთ ევროპის კლინიკებში კი უკვე ალბათ 15 წელია უბრალოდ დიდი პრობლემა შეგექმნება გადაუდებელი ამბულატორიის ექიმს, თუკი სიცხიან, მაღალსიცხიან და ციებიან პაციენტს არ აუღე სისხლის კულტურა, სისხლის ანალიზი და მერე ეგრევე არ მიეცი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.

ეს ისევე ნაღდია, როგორც დედამიწის ბრუნვა.

კოვიდს რომ ანტიბიოტიკით არ მკურნალობენ, ამაზე დისკუსია დეგრადაციად მიმაჩნია. კოვიდი რომ სისხლში არ მრავლდება და არაა ტიპიური და აქამდე ცნობილი ვირუსი, ამაზე დისკუსია სიბნელეა მხოლოდ.

კოვიდი რომ ასუსტებს ადამიანს იმუნურად და აქამდე უვნებელი ინფექციის გამომწვევები შეიძლება გახდნენ პრობლემა, ესეც არ უნდა იყოს სადისკუსიო.

კოვიდინფიცირებულთა ალბათ 30% მაინც სეფსისით იღუპება, ესეც არ უნდა იყოს დიდი საიდუმლო. რა თქმა უნდა არის სხვა გართულებებიც, მაგრამ, სეფსისი არის მნიშვნელოვანი.

ამ გართულებას რომ პრევენცია უნდა, ამაზე დისკუსია მიმაჩნია ექიმის მხრიდან უბრალოდ დამღუპველად.

ამიტომაც, ვისაც ეზარება კითხვა, არის ერთწუთიანი ინფო და არის ათეულგვერდიანიც. სეფსისის პრევენციით დიახაც და კოვიდ ინფექციისას ადამიანების სიცოცხლეს უბრალოდ იხსნი, გართულების არეალს ზღუდავ. და რატომ უნდა თქვა ამაზე უარი, აი ეს გაუგებარია. 

არ შეიძლება ასე ტუსოვკურად ერთიმეორეზე მიწებება.

კოვიდ დადასტურებული ადამიანები საქართველოში იღუპებიან არდადგენილი სეფსისით, ფილტვის ფულმინანტური ემბოლიებით და თრომბოზებით

ინფარქტებით და ინსულტებით. უბრალოდ ფილტვის შეშუპებით.....

პაციენტის მართვა არის საქართველოში უდიდესი პრობლემა", - წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system