თავში

რატომ უწევთ აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს კარანტინი - იმნაძის განმარტება

რატომ უწევთ აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს კარანტინი - იმნაძის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებული 5 დღიანი კარანტინის გაუქმებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები.

მისი თქმით, იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა ქვემო ქართლის რეგიონსა და სვანეთშიც, როცა იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე.

"ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, როცა იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე. იგივე რეჟიმი იყო სვანეთში შარშან ზაფხულში, როდესაც სიტუაცია განსხვავდებოდა და იქიდან გამოსვლაზე დაწესებული იყო კარანტინი, არა ხუთ დღიანი, არამედ გაცილებით მეტი. ახლაც მიმდინარეობს რისკების შეფასება და იმის და მიხევდით მიიღება გადაწყვეტილებები. ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system