თავში

რატომ ვერ მოხერხდა 24 წლის პაციენტის გადარჩენა - კლინიკის განმარტება

რატომ ვერ მოხერხდა 24 წლის პაციენტის გადარჩენა - კლინიკის განმარტება
რატომ ვერ მოხერხდა 24 წლის პაციენტის გადარჩენა - კლინიკის განმარტება

ჩვენთან პაციენტი სასწრაფომ შემოიყვანა 18 ნოემბერს, მას ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის რამდენიმედღიანი ანამნეზი, - ასე შეაფასა  მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა ხელმძღვანელმა ლიკა მუმლაძემ კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მისივე თქმით, თანმხლები დაავადებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ამბობდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გამოკვლევები არ ჩაუტარებია. 

"ჩვენს კლინიკაში პაციენტი სასწრაფომ შემოიყვანა 18 ნოემბერს. გადმოყვანილ იქნა ტესტირებისთვის, რესპირატორული ჩივილებით. პაციენტს ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის რამდენიმე დღიანი ანამნეზი. ჩვენს კლინიკაში მოყვანამდე პაციენტი მიიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც ჩატარდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე, რომელიც იყო ნეგატიური და შემდგომ სასწრაფოს იმავე ბრიგადით გადმოიყვანეს ჩვენთან შემდგომი კვლევისთვის, PCR ტესტირებისთვის და ზოგადად, კლინიკური კვლევების გაღრმავებისთვის. მოთავსდა პაციენტი ცხელების განყოფილებაში, სადაც ჩატარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და პარალელურად ცხვირ-ხახიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევა. დადასტურდა კორონავირუსის დიაგნოზი.

მას აღენიშნებოდა ფილტვის ორმხრივი დაზიანება, პნევმონია, საკმაოდ ცუდი ლაბორატორიული მონაცემები, მძიმე მიმდინარეობის დაავადება გახლდათ ეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საყურადღებო. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ, ის მოთავსდა განყოფილებაში, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდებოდა მკურნალობა. გოგონა იყო ჭარბი წონით. თავად არ ჰქონდა ინფორმაცია თანმხლებ დაავადებებზე, თუმცა ამბობდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში რაიმე გამოკვლევა არ ჰქონდა ჩატარებული. არანაირ დამაძინებელ მედიკამენტს არ იღებდა, არ საჭიროებდა. 

ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ასეთი მძიმე ფაქტები მძიმეა როგორც ოჯახისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის, ნებისმიერი კლინიკისთვის. ახალგაზრდა პაციენტის გარდაცვალება ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის. ბრალდებებზე, რომ თითქოს პაციენტს წყალს არ აწვდიდნენ და ა.შ. მეუხერხულება ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება“, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ. 

ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა COVID19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან მათი მტკიცებით, კორონავირუსზე დადებითი პასუხი, მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღეს, რის შემდეგაც ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system