თავში

სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი გარდაიცვალა

სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი გარდაიცვალა
სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი გარდაიცვალა

საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი 61 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

,,ქართულმა საბიბლიოთეკო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა - დავკარგეთ საუკეთესო მეგობარი და გულშემატკივარი. გარდაიცვალა ირაკლი ღარიბაშვილი - წლების განმავლობაში საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, არაერთი ინოვაციური პროექტის ავტორი და განმახორციელებელი. ეროვნული ბიბლიოთეკა უსამძიმრებს ბატონი ირაკლის ოჯახს და საზოგადოებას ამ უზარმაზარ ტრაგედიას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემაც.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

იყო მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: „ქართულ ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზები ინტერნეტში საბიბლიოთეკო–საინფორმაციო ტერმინოლოგიის ინგლისურ–რუსულ–ქართული ინტერაქტიული ლექსიკონი“ (2001–2004); საქართველოს ბიბლიოთეკების სტატისტიკა – ინტერნეტ გამოცემა (2001); ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის“ ელექტრონული ვერსია (2003); საქართველოს ეროვნული სტანდარტი „ქართულ ასო–ნიშანთა კლავიატურაზე განლაგების ოპტიმიზაცია“ (2003–2004) და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system