თავში

"რეალური საფრთხე გველოდება შემოდგომაზე" - აკაკი ზოიძე

"რეალური საფრთხე გველოდება შემოდგომაზე" - აკაკი ზოიძე
რეალური საფრთხე გველოდება შემოდგომაზე - აკაკი ზოიძე

ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაცვლად, ვაქცინაციის კამპანია უნდა ტარდებოდეს. 

მისი თქმით, ქვეყანას ვირუსის გავრცელების რეალური საფრთხე შემოდგომაზე ელოდება.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ვაქცინაციის დაწყებამდე, პროცესში საზოგადოების ყველა ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო ჩართული.

"ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობაა, საზოგადოების ყველა ინსტიტუტის მობილიზება მხოლოდ მას შეუძლია. სახელმწიფოს და ეროვნული უსაფრთხოების დონეზე აყვანის შემთხვევაში, ხელისუფლების ყველა შტო, საზოგადოების ყველა ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში.

მერე, როდესაც დარწმუნება აღარ ყოფნით, იძულებითი ან ირიბი იძულების მეთოდებით წახალისების მეთოდები შემოდის, ესეც დაგვჭირდება ალბათ, მაგრამ ახლა უნდა ამოვწუროთ ყველა რესურსი ადამიანების დარწმუნების, მათ ენაზე. მე მაინტერესებს, რომ ავცრათ 80%, 60% არ გვეყოფა - ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა ჩემთვის და მე საარჩევნო კამპანიის მაგივრად, ვაქცინაციის კამპანიას ჩავატარებდი. რა დროს არჩევნებზეა საუბარი, როდესაც ჩვენ რეალური საფრთხე გველოდება შემოდგომაზე, კიდევ უფრო რეალური საფრთხე ზამთარში და არა მხოლოდ ეკონომიკა და ადამიანები დაგვეღუპონ, არამედ მომავალში, ძალიან ცუდი განვითარების გზები ჰქონდეს ქვეყანას", - განაცხადა აკაკი ზოიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system