თავში

რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება

რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება
რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება

ქვეყანაში რეგისტრირებული 4 960 კოვიდინფიცირებულიდან 19-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 17 მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია. 

"ქვეყანაში დღეისთვის რეგისტრირებულია 4960 კოვიდინფიცირებული. გუშინ დადასტურდა 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 1 819, შესაბამისად, 3149 პაციენტი გადის მკურნალობას. უმეტესობა - სტაციონარში, ასევე, იმყოფებიან სასტუმროებში, სამედიცინო მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და ძალიან მცირე რაოდენობით არიან ბინაზე თვბითიზოლაციაში და იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და ინფექციონისტების მეთვქლყურეობის ქვეშ.

ამ პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმე გახლავთ 19. მათ შორის 17 გახლავთ მართვით სუნთქვაზე. ყველაზე მეტი რაოდენობა ისევ გახლავთ აჭარაში - 166 პაციენტი. შემდეგ მოდის იმერეთი 55 პაციენტით. თბილისში 41 ახალი შემთხვევაა. სამეგრელო ზემო სვანეთი - 18, გურია - 9, ქვემო ქართლი - 3, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე ჯავახეთში - 1, კახეთი - 1", - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system