თავში

რეგულაციების დამრღვევი რამდენი ობიექტი დაილუქა და დაჯარიმდა

რეგულაციების დამრღვევი რამდენი ობიექტი დაილუქა და დაჯარიმდა
რეგულაციების დამრღვევი რამდენი ობიექტი დაილუქა და დაჯარიმდა

შრომის იმსპექციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5 ობიექტი დაილუქა, ხოლო 4 - დაჯარიმდა. მათგან სამ იურიდიულ პირს 10 000 ლარი, ხოლო ერთ ფიზიკურ პირს 2 000 ლარის სანქცია დაეკისრა. 

"შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო. ამ დროისთვის, მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალური და გასართობი ღონისძიებები რჩება. 

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 25 ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 45 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 28 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი. შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. პროცესში ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system