თავში

რეგულაციების გამკაცრება მესამე ტალღას აგვაცილებს - გაბუნია

რეგულაციების გამკაცრება მესამე ტალღას აგვაცილებს - გაბუნია
რეგულაციების გამკაცრება მესამე ტალღას აგვაცილებს - გაბუნია

ვფიქრობთ, რომ ინდივიდუალურ დონეზე და ბიზნეს გარემოს რეგულაციების გამკაცრებით შესაძლებელია მოხერხდეს შემდგომი გავრცელების შეკავება, რაც თავიდან აგვაცილებს მესამე ტალღას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, საზოგადოებაში რეგულაციების დარღვევის, განსაკუთრებით კი პირბადის ტარების მაჩვენებელმა დაიკლო, რაც ნეგატიურად აისახება ეპიდვითარებაზე. 

"მესამე ტალღის რისკები რა თქმა უნდა არსებობს. თუმცა ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ინდივიდუალურ დონეზე და ბიზნეს გარემოს რეგულაციების გამკაცრებით შესაძლებელია მოხერხდეს  შემდგომი გავრცელების შეკავება, რაც თავიდან აგვაცილებს მესამე ტალღას. რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია. პირბადეების მომხმარების მაჩვენებელი, რომ დაბალია ამასთან დაკავშირებით მონაცემები არსებობს. სამწუხაროდ, შრომის ინსპექტირების სამსახურს უხდება არაერთი დარღვევის დაფიქსირება", - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system