თავში

რეინჯერებმა პარაშუტით ხტომის პირველადი მომზადება გაიარეს

რეინჯერებმა პარაშუტით ხტომის პირველადი მომზადება გაიარეს
რეინჯერებმა პარაშუტით ხტომის პირველადი მომზადება გაიარეს

თვდაცვის ძალების რეინჯერის კურსდამთავრებულებმა პარაშუტით ხტომის პირველადი მომზადების სწავლება გაიარეს. მათ თეორიული და პრაქტიკული ეტაპების ფარგლებში საფრენ აპარატებში მოქმედებები, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომაა და ჰაერში მოქმედების წესები ისწავლეს. 

პრაქტიკული ტესტის დროს რეინჯერებმა შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით.

საჩვენებელი კომპონენტის შემდეგ, საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის სპეციალისტთა გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. რეინჯერებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system