თავში

რელიგიის საკითხთა სააგენტო ებრაელებსა და იუდეურ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სააგენტო ებრაელებსა და იუდეურ თემს ხანუქას
რელიგიის საკითხთა სააგენტო ებრაელებსა და იუდეურ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელებს და საქართველოს იუდეურ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

"6 დეკემბრის ჩათვლით იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ - ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო.

შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ებრაელს, საქართველოს იუდეურ თემს დღესასწაულს, კეთილდღეობას, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ", - აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system