თავში

report.ge აღარ გააშუქებს მოძალადეებსა და რადიკალებს

report.ge აღარ გააშუქებს მოძალადეებსა და რადიკალებს
report.ge აღარ გააშუქებს მოძალადეებსა და რადიკალებს

report.ge ყოველთვის ხელმძღვანელობდა მედიის მთავარი პრინციპით,- საზოგადოება უნდა ფლობდეს სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. პრინციპით, რომელიც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. 

თუმცა, სწორედ იქედან გამომდინარე, რომ გუშინ, 5 ივლისს, საქართველოს მთავარ გამზირზე განვითარებული მოვლენებით, აშკარად, საფრთხე დაემუქრა ჩვენი ქვეყნის ისედაც მყიფე სამოქალაქო საზოგადოებას, რომლის ჩამოყალიბებას, ბოლო 30 წელია, თაობები ეწირებოდნენ,  სწორედ იმიტომ, რომ აგრესიას არ მიეცეს გავრცელების ფართო არეალი, მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავავრცელოთ იმ ლიდერებისა, თუ ცალკეული პირების კომენტარები, სადაც ისინი ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system