თავში

რევაზიშვილის ძმა: რატომ "ვერ" აიღეს გამომძიებლებმა ფრჩხილის ანაწმენდი

​რევაზიშვილის ძმა: რატომ "ვერ" აიღეს გამომძიებლებმა ფრჩხილის ანაწ
რევაზიშვილის ძმა: რატომ ვერ აიღეს გამომძიებლებმა ფრჩხილის ანაწმენდი

გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგამოძიებო მოქმედებისას ფრჩხილის ანაწმენდის აღება ვერ მოხერხდა, რადგან ბრალდებულებს ფრჩხილები მინიმუმამდე ჰქონდათ დაჭრილი, ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა ეხმაურება. 

როგორც ვახო რევაზიშვილმა report.ge-ს განუცხადა, გამოძიებას არ მოუთხოვია ანაწმენდის აღება და ახლა ცდილობს საკუთარი შეცდომა ბრალდებულებს დააბრალოს.

"რატომ "ვერ" აიღეს გამომძიებლებმა ფრჩხილის ანაწმენდი? გამოძიების დროს, გამომძიებლებს არ მოუთხოვიათ ფრჩხილის ანაწმენდის აღება და ახლა ცდილობენ ყველა მათ მიერ არაპროფესიონალიზმით დაშვებული შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომა ბრალდებულებს გადააბრალოს. ერთ ერთ ოქმში, თურმე ამირხანაშვილის ფრჩხილიდან იმიტომ ვერ აიღეს ნიმუში რომ ხეჩოშვილს ეტკინებოდა. ეს წერია ოქმში და ხელს აწერს ექსპერტი და გამომძიებელი. ასეთი "პროფესიონალები" იძიებენ დღეს საქმეებს და თან საზოგადოებას დასცინიან, როცა კითხვებს ვსვამთ. ამ სიბინძურეს სამწუხაროდ სასამართლოც მხარს უბამს და ცდილობს პროკურატურის უნიათობა მიჩქმალოს. ჯერ კიდევ 1906 წელს გამოშვებულ გაზეთ ივერიაში წერია ასეთი რამ, იმ ქვეყანაში სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, თავისუფლება არ არსებობს. ჰოდა გეკითხებით - კიდევ რამდენი საუკუნე ველოდოთ თავისუფლებას?!" - აცხადებს ვახო რევაზიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system