თავში

რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, პოეტი და მხატვარი რეზო ესაძე გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო. 

რეზო ესაძეს გადაღებული აქვს 11 ფილმი. მათ შორის "ნეილონის ნაძვის ხე", "წკიპურტები", "საქორწინო საჩუქარი", "ერთი ნახვით შეყვარება", "ოთხი ფურცელი" და სხვა. 

ის იყო იუმორისტულ გაზეთ "ჭინჭრაქას" რედაქტორი, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი და გაერთიანება "დებიუტის" მხატვრული ხელმძღვანელი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია "+1"-ს. ასევე, იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფესორი.

რეზო ესაძეს შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები სხვადასხვა ავტორის ფილმებში.

ესაძის, როგორც მხატვრის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system