თავში

სახელმწიფო მინისტრი ტახტისძირში იმყოფებოდა - PHOTO

სახელმწიფო მინისტრი ტახტისძირში იმყოფებოდა
სახელმწიფო მინისტრი ტახტისძირში იმყოფებოდა - PHOTO

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ტახტისძირის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებულ ვითარებას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

,,ქეთევან ციხელაშვილისაოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ბოლო პერიოდში განხორციელებული ბორდერიზაციის შემდეგ ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. მინისტრი სოფელ ტახტისძირში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილი ტახტისძირის მოსახლეობას შეხვდა, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system