თავში

რიგები არ წყდება - ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

რიგები არ წყდება - ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
რიგები არ წყდება - ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს, რაიონულ გამგეობებში პენსიონერებზე 200-ლარიანი დახმარება გაიცემა, სიცრუეა. როგორც report.ge-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული დეზინფორმაციის გამო, დღეს გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, რაიონების გამგეობები, პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემს.

აღნიშნული ინფორმაციის გამო, რომელიც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, დღეს დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, აღნიშნული დახმარების შესახებ შეიტყვეს.

გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მსგავსი დახმარების პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოქმედებს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს - პენსიონერებს ეხება" - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system