თავში

რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება - დავით თვალაბეიშვილი

რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება - დავით თვალაბეიშვილი
რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება - დავით თვალაბეიშვილი

დავით თვალაბეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ამბობს, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით  გამართული მორიგი შეხვედრა პოზიტიკური იყო და ყველა მიმართულებით გარკვეული პროგრესია. 

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართვა მოლაპარაკების პროცესში პროდუქტიულია.~

"რიონის ხეობის მცველებსა" და კომპანია "ენკას" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ონლაინფორმატში გამართულ შეხვედრას სახელმწიფოს და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დავით თვალაბეიშვილმა ჩამოთვალა სამი ძირითადი მიმართულება, რომლის შესახებ შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება. 

„პირველი იყო დეესკალაციის თემა, რომელიც ყველაზე მწვავეა. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რკინის კედელი იქნა გუმათიდან დემონტირებული. გაიხსნა გზა, თუმცა იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, ამისთვის გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ მოიძებნოს ტერიტორია, სადაც მოხდება კარვის განთავსება. საუბარია პროტესტის ადგილმდებარეობაზე. ითქვა ის ადგილიც, სადაც ისინი ადრე იყვნენ დაბანაკებული, კერძო ტერიტორიაა და პროტესტი იქ ვერ გაგრძელდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system