თავში

რიონის ხეობაში მასშტაბური აქცია იგეგმება

რიონის ხეობაში მასშტაბური აქცია იგეგმება
რიონის ხეობაში მასშტაბური აქცია იგეგმება

"რიონის ხეობის მცველები" დღეს, მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ და მსვლელობით აპირებენ იმ ადგილას მისვლას, სადაც კარვების ქალაქი იყო მოწყობილი.

როგორც "რიონის ხეობის მცველმა" მირზა ნოზაძემ განაცხადა, ისინი იმედს იტოვებენ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონივრულობა და დღევანდელი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარებაში ხელს არ შეუშლის საზოგადოებას. 

"დღეს, ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გაგრძელებას. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი და მოვითხოვთ, რომ დაფიქრდეს ხელისუფლება, ადეკვატურად შეაფასოს პროტესტის ხასიათი, მოცულობა, ადამიანების გულწრფელი განწყობა და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს, ჩვენი მშვიდობიან ფორმაში  ნამოხვანში შესვლა. ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს ნამოხვანში, იქ სადაც ეს პროტესტი დაიწყო და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა პროტესტის ყველა მონაწილისათვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონივრულობა და არ შეგვიშლის ხელს", - განაცხადა მირზა ნოზაძემ. 

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან აქტივისტების კარვები გაიტანეს.

სოფელ ნამახვანში, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი მიწა დახსნეს.

მოქალაქეები  გუშინ, რიონის ხეობაში შესვლას და იქ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ იქ შესვლის უფლება არ მისცა, რამაც ვითარების დაძაბვა მაგოიწვია. 

ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ განცხადებაც გაავრცელა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system