თავში

რიონის ხეობაში რამდენიმე პირი დააკავეს

რიონის ხეობაში რამდენიმე პირი დააკავეს
რიონის ხეობაში რამდენიმე პირი დააკავეს

რიონის ხეობაში ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ოთხი აქტივისტი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით მიმდინარეობს. 

სოფელ ნამახვანში აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ, სადაც მათ რკინის ჯებირები დახვდათ აღმართული.

ფაქტმა მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც პროტესტის ნიშნად, რკინის ჯებირებს ხელს ურტყამდნენ.

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ხმაურთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს გაფრთხილება მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system